Western Union-ის გადარიცხვის დადასტურების ვარიანტები

პატივცემულო მომხმარებელო, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქციები, რათა გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ საკუთარი ვინაობის დადასტურება. ჩვენ ჩამოვთვალეთ რამდენიმე მეთოდი, რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ საკუთარი ვინაობის დადასტურება. გთხოვთ, ეწვიოთ თქვენს პროფილს, თქვენთვის ხელმისაწვდომი დადასტურების ვარიანტების სანახავად.

პატივცემულო მომხმარებელო, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქციები, რათა გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ საკუთარი ვინაობის დადასტურება. ჩვენ ჩამოვთვალეთ რამდენიმე მეთოდი, რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ საკუთარი ვინაობის დადასტურება. გთხოვთ, ეწვიოთ თქვენს პროფილს, თქვენთვის ხელმისაწვდომი დადასტურების ვარიანტების სანახავად.

საკუთარი ვინაობის დადასტურება კოდით

 

მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებისთვის

  1. ეწვიეთ თქვენს პროფილს.
  2. აირჩიეთ ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი თქვენი ვინაობის დასადასტურებლად:
    • გამომიგზავნეთ SMS:
      დარეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე PIN-კოდს SMS-ით მიიღებთ.
    • მომწერეთ ელფოსტით:
      დარეგისტრირებულ ელფოსტის მისამართზე Western Union-დან PIN-კოდს მიიღებთ.
    • დამირეკეთ:
      დარეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე, თქვენი PIN-კოდის ხმოვანი ჩანაწერით, ზარს მიიღებთ.

შემოწმების სხვა ვარიანტები

 

აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებისთვის

  1. ეწვიეთ თქვენს პროფილს.
  2. აირჩიეთ ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი თქვენი ვინაობის დასადასტურებლად:
    • მობილური აპლიკაციით დადასტურება:
      ვინაობის სწრაფად დადასტურება დარეგისტრირებული მობილური მოწყობილობის მეშვეობით.
    • დამატებითი დოკუმენტების შემოწმება:
      ატვირთეთ რამდენიმე დამატებითი დოკუმენტი. Western Union-ის გუნდი მათ შიდა შემოწმებას ჩაუტარებს.
    • საბანკო ანგარიშის დადასტურება:
      როდესაც ასრულებთ თქვენს საბანკო ანგარიშში შესვლის მონაცემების წარდგენას, Western Union ბანკის არსებული დადასტურების მეთოდებთან ერთად, იყენებს მარტივი ონლაინ დადასტურების (EOV) სისტემას. ეს ხელს უწყობს რეალურ დროში დადასტურებას.
    • ბარათი 3DSecure:
      გადარიცხვების შესასრულებლად, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის გამოყენებისას, შეიძლება მოგეთხოვოთ ბარათის უკანა მხარეს მითითებული სამნიშნა კოდის და/ან ბარათისთვის მინიჭებული PIN-კოდის შეყვანა. ეს ხელს უწყობს რეალურ დროში დადასტურებას.
    • უსაფრთხოების დამცავი კითხვა:
      საშუალებას გაძლევთ, საკუთარი ვინაობის დასადასტურებლად, უსაფრთხოების დამცავ რამდენიმე კითხვას უპასუხოთ.

 

კანადაში მცხოვრები მომხმარებლებისთვის

  1. ეწვიეთ თქვენს პროფილს.
  2. აირჩიეთ ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი თქვენი ვინაობის დასადასტურებლად:
    • დამატებითი დოკუმენტების შემოწმება:
      თქვენი პირადობის მოწმობის წინა და უკანა მხარის სურათების ატვირთვის საშუალებას გაძლევთ. Western Union-ის გუნდი მათ შიდა შემოწმებას ჩაუტარებს.
    • უსაფრთხოების დამცავი კითხვა:
      საშუალებას გაძლევთ, საკუთარი ვინაობის დასადასტურებლად, უსაფრთხოების დამცავ რამდენიმე კითხვას უპასუხოთ. ეს შეიძლება იყოს გადახდასთან, პირადობის მოწმობასთან ან ტრანზაქციების ისტორიასთან დაკავშირებული შეკითხვები, რომლებიც ხელმისაწვდომია სისტემაში.

 

საერთაშორისო მომხმარებლებისთვის

შეამოწმეთ, ატვირთეთ თუ არა თქვენი პირადობის მოწმობის ფოტო ფულის გაგზავნისას:

  • თუ პირადობის მოწმობა არ არის ატვირთული, გთხოვთ ეწვიოთ თქვენს პროფილს და ატვირთოთ იგი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 30 წუთის განმავლობაში ელწერილს გამოგიგზავნით. თუ ელწერილს არ მიიღებთ, გთხოვთ დარეკოთ მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილებაში.
  • თუ პირადობის მოწმობა ატვირთულია, შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი დოკუმენტების გაგზავნა მისამართზე: accountnameverification@wu.com.
  • თუ პროფილში არ გაქვთ ატვირთვის ფუნქცია, გთხოვთ, დარეკოთ მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილებაში და შეგვატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.