Western Union გამოიყენე მხოლოდ იმისთვის, რომ თანხა გაუგზავნო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.
არ უპასუხო, თუ თანხის გაგზავნას გთხოვს ადამიანი, რომელსაც არ შეხვედრიხარ. გამოიყენე ძლიერი პაროლები და არ გახსნა შემთხვევითი ბმულები. არ გაუზიარო სხვებს შენი პერსონალური ინფორმაცია.
შენიშვნა: გზავნილის გაგზავნის ან ანგარიშზე დასმის შემდეგ Western Union-მა შეიძლება ვერ მოახერხოს თანხის დაბრუნება. თუ ფული ჯერ არ გაგზავნილა ან ანგარიშზე არ მოხვედრილა, შეგიძლია, შეგვატყობინო და დაწერო საჩივარი თაღლითობის თაობაზე.
თუ თაღლითმა გთხოვა, რომ ფული Western Union-ის მეშვეობით გაუგზავნო, დაგვირეკე თაღლითობასთან დაკავშირებული საკითხებისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე და გვაცნობე მის შესახებ.
გამოიჩინე სიფრთხილე, თუ ადამიანი მოულოდნელად ჩნდება და ფულის გაგზავნას გთხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში:
თაღლითობა ყოველთვის ერთი კონკრეტული გზით არ ხდება. მაგრამ მათ აქვთ საერთო თავისებურება, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო მის თავიდან ასაცილებლად:
მას შემდეგ, რაც განაცხადს შეიტან თაღლითობის შესახებ, შენს განაცხადს განიხილავს თაღლითობასთან ბრძოლის დეპარტამენტი. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი გუნდი დაგიკავშირდება დამატებითი ინფორმაციისთვის. გზავნილის სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დაგიბრუნოთ გზავნილის თანხა. ჩვენგან მიიღებ ელწერილს, რომელშიც მოცემული იქნება შენი განაცხადის სტატუსი.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ Western Union-ს არ შეუძლია თაღლითების დაჭერა. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან, რომ ხელი შევუწყოთ იმ ხალხის მოქმედებების გამოძიებასა და სასამართლო დევნას, რომლებიც ჩვენი მომსახურებებით ბოროტად სარგებლობენ თაღლითობის ჩასადენად.
თუ ფიქრობ, რომ შენი გზავნილის ადრესატი არასწორია, მის გასაუქმებლად დაუყოვნებლივ დაურეკე ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერისა სამსახურს. თუ შენი გზავნილი არ აიღეს, არ გაიგზავნა ან არ აისახა ანგარიშზე, გზავნილის თანხა სრულად დაგიბრუნდება.
თაღლითობის შესახებ ხალხს სხვადასხვა არხის მეშვეობით ვაწვდით ინფორმაციას, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ რჩევებსა და რესურსებს და ინვესტიციას ვდებთ ტექნოლოგიაში, რომელიც გვეხმარება თაღლითობისგან თავის დაცვაში. თაღლითობის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს ვაწვდით სრულ ინფორმაციას, რომელიც თაღლითობის გამოსაძიებლად სჭირდებათ.
ელწერილი გადმოგვიგზავნე მისამართზე spoof@westernunion.com. გაითვალისწინე, რომ ეს არ ნიშნავს საჩივრის შეტანას თაღლითობის თაობაზე. თაღლითობის შესახებ შესატყობინებლად საჩივარი უნდა შემოიტანო ონლაინ ან დაგვირეკო თაღლითობასთან დაკავშირებული საჩივრების ცხელ ხაზზე.