ხშირად დასმული შეკითხვები

თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ქვემოთ პასუხები თქვენს ბევრ შეკითხვასთან დაკავშირებით.

თუ მეტის გაგება გჭირდებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით westernunion.com-ის კლიენტთა მომსახურების ცენტრს, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

შემიძლია გავაგზავნოთ ფული ინტერნეტით, Western Union-ით?

დიახ, შეგიძლიათ გაგზავნოთ თანხა ინტერნეტით, wu.com-დან. დანიშნულების ქვეყნის არჩევის შემდეგ, თქვენ იხილავთ თქვენთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების ტიპებს.

როგორ განვახორციელო ჩემი პირველი ფულადი გადარიცხვა ინტერნეტით, საქართველოში?

საქართველოში ფულის გადარიცხვა მარტივია. თუ პროფილი არ გაქვთ, ის უნდა შექმნათ. თქვენი პროფილის შექმნის შემდეგ, გთხოვთ დაიცვათ ეს ეტაპები:

  1. შედით თქვენს პროფილში.
  2. აირჩიეთ „ფულის გაგზავნის“ ვარიანტი.
  3. შეიყვანეთ თქვენი გადარიცხვის დეტალები, მიმღების ინფორმაცია და აირჩიეთ ფულის აღების მეთოდი.
  4. დაამატეთ ახალი ბარათი ან აირჩიეთ ადრე გამოყენებული სიიდან.
  5. განიხილეთ და დაადასტურეთ თქვენი გარიგება.

თანხის მიხედვით, რომლის გაგზავნაც გსურთ, თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი პროფილი „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ოფისში.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები დარეგისტრირებისას, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

რომელ ქვეყნებში შემიძლია თანხის გაგზავნა ინტერნეტით?

ყველა ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ გაგზავნოთ თანხა ინტერნეტით, საქართველოდან, შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: wu.com. თუ გირჩევნიათ, თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე გაგზავნოთ, შეგიძლიათ ნახოთ ქვეყნების სია ინტერნეტში. გადარიცხვები საქართველოს ფარგლებში ხელმისაწვდომია.

როგორ გადავიხადო ფულადი გადარიცხვისთვის ინტერნეტით?

შეგიძლიათ გადაიხადოთ ინტერნეტით, საკრედიტო ან სადებიტო ბარათის გამოყენებით (Visa® ან Mastercard® ბარათი) რომლებიც გაცემულია საქართველოში; დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებას, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა, მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

რა რაოდენობის თანხა შემიძლია გავაგზავნო ინტერნეტით, საქართველოდან?

თუ თქვენი პროფილი ჯერ არ არის დადასტურებული, თქვენ შეძლებთ 500 აშშ დოლარამდე (1 499 ლარი) გაგზავნას თითოეულ გადარიცხვაზე, დღეში, და 3 500 აშშ დოლარის (10 000 ლარი) გაგზავნას თვეში, დღეში სულ 5 გადარიცხვით ან თვეში 30-მდე გადარიცხვით. თქვენი პროფილის დადასტურების შემდეგ, თქვენ შეძლებთ 7 499 აშშ დოლარამდე (18 000 ლარი) თანხის გაგზავნას თითოეულ გადარიცხვაზე.

თუ მეტის გაგზავნა გსურთ, ეწვიეთ წარმომადგენლობის ოფისს

რამდენი საკრედიტო ან სადებიტო ბარათი შემიძლია დავამატო ჩემს პროფილს?

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ხუთამდე საკრედიტო ან სადებიტო ბარათი თქვენს პროფილს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარათის ვადა ამოიწურა ან ის დაკარგეთ, გთხოვთ ამოიღოთ ის სიიდან და დაამატოთ ახალი.

როგორ გავიგო, თუ დადასტურდა ჩემი ონლაინ გადარიცხვა?

თქვენი ინტერნეტ ქვითარი გამოჩნდება, თუ თქვენი გადარიცხვა დადასტურდა. გადარიცხვის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ SMS-ს ან ელფოსტას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თქვენს თანხის თვალის დევნების საკონტროლო ნომერთან ერთად (MTCN).

როგორ შემიძლია გავაუქმო ფულადი გადარიცხვა მისი გაგზავნის შემდეგ?

ფულადი გზავნილების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ აუღია მიმღებს, დანიშნულების ქვეყანაში.

თუ გსურთ ფულადი გადარიცხვის გაუქმება, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

სად შეიძლება ვნახო ჩემი ქვითარი?

თქვენი ქვითარი ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტით. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი წარსული გადარიცხვების დეტალები თქვენი პროფილის განყოფილებაში, მისამართზე: wu.com.

რა არის ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი (MTCN)?

ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი (MTCN) არის თქვენი გადარიცხვისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერი. თქვენს მიმღებს დასჭირდება ეს ნომერი, თანხის ასაღებად. სხვას არავის გაუმჟღავნოთ ეს დეტალები. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია თქვენი გადარიცხვისთვის თვალის სადევნებლად.

ვინ იყენებს Western Union-ის ფულადი გადარიცხვის მომსახურებებს?

Western Union-ის მომსახურებები არის ყველასთვის, ვისაც თანხის სწრაფად გაგზავნა ან მიღება სჭირდება. მოგზაურებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ეხმარებიან მეგობრებს ან ნათესავებს საზღვარგარეთ, საქმიანი ადამიანებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები.

ვინ არიან Western Union-ის® წარმომადგენლები?

Western Union-ის წარმომადგენლობები არის ჩვენი წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც თქვენ გაუგზავნით ან საიდანაც მიიღებთ თანხას, ეს შეიძლება იყოს ბანკები, ფოსტები, სუპერმარკეტები, სურსათის მაღაზიები, ქვითრის განაღდების პუნქტები, საფოსტო ცენტრები, აფთიაქები, ტურისტული სააგენტოები, საწყობები, აეროპორტები, მატარებლისა და ავტობუსის სადგურები, ვალუტის ოფისები და სხვა საცალო ვაჭრობის ობიექტები.

როგორ ვიპოვოთ Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისი საქართველოში?

წარმომადგენლობის ოფისის პოვნა საქართველოში ადვილია, გადადით ჩვენს წარმომადგენლობის მდებარეობის მაჩვენებელ ხელსაწყოზე.

როგორ გავგზავნო თანხა წარმომადგენლობის ოფისიდან?

როცა მიხვალთ ჩვენს წარმომადგენლობის ოფისში, თქვენ გთხოვენ ზოგიერთი ინფორმაციის მოწოდებას:

  • თქვენი მიმღების სახელი და გვარი.
  • თანხა, რომლის გაგზავნაც გსურთ.
  • ქვეყანა, სადაც გზავნით.
  • მთავრობის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.

ყველა ამ ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, შეგიძლიათ წარმომადგენელს მისცეთ მთლიანი თანხა, მომსახურების სათანადო საფასურის ჩათვლით.

რა დოკუმენტების გამოყენება შემიძლია, რომ თანხა გავგზავნო საქართველოში?

თქვენ უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქართული პასპორტი, თანხის გასაგზავნად, Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისში. მისაღები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ექვემდებარება საქართველოს საბანკო კანონებსა და დებულებებს.

რა თანხის გაგზავნა შემიძლია Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისიდან საქართველოში?

ჩვეულებრივ, შეგიძლიათ გაგზავნოთ ნებისმიერი თანხა, სურვილისამებრ. თუმცა, გარკვეული თანხებისთვის, შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოწოდება.

როგორ ხდება ფულადი გადარიცხვის გადახდა მიმღებისთვის?

ფულადი გზავნილების გადახდა, ზოგადად, ხდება ნაღდი ფულით. დანიშნულების ქვეყნის არჩევის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ წარმომადგენელს თქვენთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების ტიპები.

შეიძლება ამოქმედდეს სხვა შეზღუდვები. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით Western Union-ის წარმომადგენელს , ან Westernunion.com კლიენტზე ზრუნვის განყოფილებას ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

როგორ გავიგო ჩემი ფულადი გადარიცხვის სტატუსი?

თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ თქვენი გადარიცხვის სტატუსი ინტერნეტით, თქვენ გჭირდებათ მხოლოდ გამომგზავნის სახელი და ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი (MTCN) დაბეჭდილი გამგზავნის ქვითარზე.

შემიძლია თანხის გაგზავნა ნებისმიერ დროს წარმომადგენლობის ოფისში?

Western Union-ის წარმომადგენლობის თითოეული ოფისი თავად წყვეტს თავის სამუშაო საათებს. ზოგიერთს აქვს გახანგრძლივებული საათები და ღიაა შაბათ-კვირას.

იპოვეთ Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისი თქვენს მახლობლად, ჩვენი მდებარეობის მაჩვენებლის ხელსაწყოს გამოყენებით.

შემიძლია, გავგზავნო თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე?

დიახ, Western Union-ის მომსახურება, „პირდაპირ საბანკო ანგარიშზე“, არის ადვილი და მოსახერხებელი გზა თანხის გასაგზავნად პირდაპირ მიმღების საბანკო ანგარიშზე, არჩეულ ქვეყნებში.

რომელ ქვეყნებში შემიძლია თანხის გაგზავნა პირდაპირ ჩემი მიმღების საბანკო ანგარიშზე?

აირჩიეთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყო იმის სანახავად, თუ რომელ ქვეყნებშია ეს მომსახურება ხელმისაწვდომი.

როგორ გავაგზავნო ფული პირდაპირ საბანკო ანგარიშზე, საქართველოდან?

პირდაპირ საბანკო ანგარიშზე თანხის გასაგზავნად, აირჩიეთ მომსახურება, „პირდაპირ საბანკო ანგარიშზე“, ინტერნეტით ან წარმომადგენლობის ოფისის საშუალებით თანხის გაგზავნისას.

ის, თუ რა უნდა წარმოადგინოთ ამ სერვისის არჩევისას, იცვლება ქვეყნების მიხედვით, მაგრამ, ჩვეულებრივ, მოიცავს:

  • თქვენი მიმღების ბანკის სახელი და კოდი.
  • მიმღების საბანკო ანგარიშის სახელი და ნომერი.

იმის გასაგებად, თუ რომელი ქვეყნებია ხელმისაწვდომი პირდაპირი საბანკო მომსახურებისათვის, გამოიყენეთ ჩვენი  ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყო.

რა არის ბანკის კოდი და როგორ მოვძებნო ჩემი მიმღების ბანკის კოდი?

ბანკის კოდი წარმოადგენს ციფრების სერიას, რომელიც გამოიყენება ბანკების იდენტიფიკაციისთვის, მთელ მსოფლიოში. ის უნდა შედგებოდეს 3-დან 23-მდე ციფრისგან, ბანკისა და ქვეყნის მიხედვით.

ბანკის კოდს შეიძლება ეწოდებოდეს:

  • BSB
  • SWIFT კოდი
  • BIC (ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი)
  • CHIPS (ბანკთაშორისი კლირინგის ანგარიშების ელექტრონული სისტემა) – მხოლოდ აშშ და კანადა
  • NCC (კლირინგის ეროვნული კოდი)
  • BSC (ბანკის სორტირების კოდი)
  • IFSC (ინდოეთის ფინანსური სისტემის კოდი)

ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება დაგჭირდეთ საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN), ბანკის კოდის გარდა.
სთხოვეთ თქვენს მიმღებს ბანკის კოდი და IBAN (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყოთი დამატებითი დეტალების გასაგებად.

რა არის ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი (BIC)?

საბანკო საიდენტიფიკაციო კოდი (BIC) გამოიყენება ბანკების იდენტიფიკაციისთვის, მთელ მსოფლიოში. BIC იგივეა, რაც SWIFT კოდი, და შედგება 8 ან 11 ციფრისგან. ჰკითხეთ თქვენს მიმღებს, საჭიროა თუ არა BIC მათ ქვეყანაში, შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე >ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყო დამატებითი დეტალებისთვის.

რა არის საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN)?

საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN) არის კოდი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთ ქვეყანაში, მომხმარებლის საბანკო ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის. IBAN-ს აქვს ასო, ქვეყნის იდენტიფიცირებისთვის, რომელსაც მოჰყვება 2 ციფრი, შემდეგ კი ბანკის ანგარიშის ნომრის 35-მდე სიმბოლო. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყოთი იმის სანახავად, თუ რა მონაცემებია საჭირო თითოეული ქვეყნისთვის. სთხოვეთ თქვენს მიმღებს IBAN, საჭიროების შემთხვევაში.

რამდენი ხანი სჭირდება პირდაპირ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვას?

პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ფულადი გადარიცხვები შეიძლება იცვლებოდეს ქვეყნების მიხედვით და შეიძლება დასჭირდეს ხუთი დღე1. დამატებითი დეტალებისთვის, იხელმძღვანელეთ ჩვენი პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ქვეყნის ინფორმაციის ხელსაწყოთი.

როგორ შემიძლია თანხის აღება?

1. თანხის აღება წარმომადგენლობის ოფისში

თქვენ შეგიძლიათ აიღოთ თქვენი თანხა Western Union-ის წარმომადგენლობის რომელიმე ოფისში, საქართველოში.
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

  • თქვენი სრული სახელი
  • საკონტროლო ნომერი ( MTCN – ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი).
  • მოსალოდნელი თანხის ზუსტი რაოდენობა.
  • თქვენი გამომგზავნის სრული სახელი.
  • ქვეყანა, საიდანაც თანხა გამოიგზავნა.
  • მოქმედი სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შეიძლება ამოქმედდეს გარკვეული შეზღუდვები.

რა დოკუმენტების გამოყენება შემიძლია, რომ თანხა ავიღო საქართველოში?

თქვენ უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქართული პასპორტი, თანხის ასაღებად, Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისში. მისაღები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ექვემდებარება საქართველოს საბანკო კანონებსა და დებულებებს.

როგორ გავიგო, მიღებულია თუ არა ჩემი ფულადი გადარიცხვა?

შეგიძლიათ, შეხვიდეთ განყოფილებაში: „თვალი ადევნეთ გადარიცხვას“ მისამართზე: wu.com. აქ შეგიძლიათ აკრიფოთ გამგზავნის სახელი და ფულადი გადარიცხვის საკონტროლო ნომერი (MTCN) და მიიღებთ განახლებას თქვენი ფულადი გადარიცხვის უახლეს სტატუსზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ, დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

როგორ გადაიხდის Western Union-ის წარმომადგენელი ფულად გადარიცხვას?

ფულადი გზავნილების გადახდა, ზოგადად, ხდება ნაღდი ფულით. შეიძლება ამოქმედდეს სხვა შეზღუდვები. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ უახლოეს Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისს, ან დარეკეთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა, მისამართზე:  supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

რა ღირს თანხის მიღება?

ყველა მისაღები საფასურის გადახდა ხდება გამომგზავნის მიერ. მიმღები გადარიცხვის საფასურს არ იხდის.

Western Union აფასებს თავის საქმიანობას და თქვენს თანხებს მაქსიმალურად სწრაფი და საიმედო გზით აგზავნის. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაიცვათ თავი თაღლითებისგან, რომლებმაც შეიძლება აიღონ თქვენი თანხა.

ქვემოთ მოცემულია ხშირად დასმული შეკითხვები თაღლითობის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ თაღლითობის შესახებ ინფორმირებულობის განყოფილებას აქ.

არსებობს თუ არა თაღლითობის შემთხვევები, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდე და პუნქტები, რომლებისთვისაც თანხა არ უნდა გავგზავნო

დიახ. Western Union გამოიყენეთ მხოლოდ იმისთვის, რომ თანხა გაუგზავნოთ მეგობრებს ან ოჯახს. არასოდეს გაუგზავნოთ თანხა პირს, რომელსაც პირადად არ შეხვედრიხართ. თაღლითები ზოგჯერ არწმუნებენ ადამიანებს, რომ თანხა გაუგზავნონ. თანხა არ გაუგზავნოთ ყველას, ვინც გთხოვთ ფულის გაგზავნას:

  • საგანგებო მდგომარეობისთვის თქვენ არ დაგიდასტურებიათ.
  • ინტერნეტ შესყიდვისთვის.
  • ვირუსის საწინააღმდეგო დაცვისთვის.
  • დეპოზიტის ან იჯარით აღებული ქონებისთვის გადასახდელად.
  • მოითხოვოთ ლატარიის ან პრიზის მოგება.
  • გადასახადების გადასახდელად.
  • საქველმოქმედო დონაციისთვის.
  • საიდუმლო სავაჭრო დავალებისთვის.
  • სამუშაოს შოვნის შესაძლებლობისთვის.
  • საკრედიტო ბარათის ან იჯარის გადასახადისთვის.
  • იმიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად.

თანხის გადარიცხვის შემთხვევაში, პირი, რომელსაც თქვენ გაუგზავნით, სწრაფად მიიღებს თანხას. თანხის გადახდის შემდეგ, Western Union-მა შეიძლება ვერ შეძლოს თანხის ანაზღაურება, მაშინაც კი, თუ თაღლითობის მსხვერპლი ხართ, გარდა შეზღუდული გარემოებებისა.

ვიღაცამ, რომელიც აცხადებდა, რომ იყო Western Union-დან, ელფოსტა გამომიგზავნა. რა უნდა გავაკეთო?

თუ მიიღებთ შეტყობინებას ვინმესგან, რომელიც აცხადებს, რომ Western Union-დან არის და თქვენ ამაში დარწმუნებული არ ხართ, არ დააწკაპუნოთ არც ერთ ბმულზე, ფოსტაში. ეს შეიძლება იყოს „ფიშინგის“ მცდელობა თქვენგან საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად. ამის ნაცვლად, დაუყოვლებლივ დარეკეთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა მისამართზე: wusupport@tbcbank.com.ge, ხელმისაწვდომია 24/7. Western Union არასდროს გამოგიგზავნით ელ-ფოსტას თქვენი მომხმარებლის სახელის, პაროლის ან საკრედიტო ბარათის დეტალების მოთხოვნით.

რა არის საცდელი შეკითხვა? როდის არის ის გამოყენებული?

ზოგიერთ ქვეყანაში გამგზავნს სთხოვენ, წარმოადგინოს „საცდელი შეკითხვა“ და პასუხი, როდესაც ისინი იწყებენ გადარიცხვას. იმ შემთხვევებში, როდესაც „საცდელი შეკითხვა“ წარმოდგენილი იქნება გამგზავნის მიერ, მიმღებს შეიძლება მოსთხოვონ, პასუხი გასცეს მას, თანხის აღებისას. „საცდელი შეკითხვის“ ფუნქცია განკუთვნილია საგანგებო სიტუაციებისათვის, როცა საჭიროა, მიმღებმა წარმოადგინოს სათანადო იდენტიფიკაცია. ის არასდროს უნდა იქნას გამოყენებული დამატებითი უსაფრთხოების ან გადახდის გადავადების მიზნით. ბევრგან, ჩვენ გადავუხდით მიმღებს, როდესაც მიმღები წარმოადგენს სათანადო იდენტიფიკაციას, მაშინაც კი, თუ მან არ იცის პასუხი შეკითხვაზე. საქართველოში, „საცდელი შეკითხვა“ არ არის ხელმისაწვდომი გადახდისთვის.

შესაძლებელია თუ არა, საცდელმა კითხვამ დაიცვას ჩემი თანხა ან შეაყოვნოს გადარიცხვის გადახდა?

„საცდელი შეკითხვის“ ფუნქცია განკუთვნილია საგანგებო სიტუაციებისათვის, როცა საჭიროა, მიმღებმა წარმოადგინოს სათანადო იდენტიფიკაცია. ის არასდროს უნდა იქნას გამოყენებული დამატებითი უსაფრთხოების ან გადახდის გადავადების მიზნით. ბევრგან, ჩვენ გადავუხდით მიმღებს, როდესაც მიმღები წარმოადგენს სათანადო იდენტიფიკაციას, მაშინაც კი, თუ მან არ იცის პასუხი შეკითხვაზე. საქართველოში, „საცდელი შეკითხვა“ არ არის ხელმისაწვდომი გადახდისთვის.

რა შეიძლება გავაკეთო, თუ ეჭვს მივიტან თაღლითობაზე ან ვიქნები თაღლითობის მსხვერპლი?

დაუყოვნებლივ უნდა ეწვიოთ ჩვენს წარმომადგენლობის ოფისს, ტრანზაქციაში დახმარებისთვის, რომელიც დარწმუნებული ხართ, რომ თაღლითობისთვის გაიგზავნა. თქვენ ასევე უნდა წარუდგინოთ ანგარიში თქვენს ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. თქვენ ასევე უნდა დაუკავშირდეთ თქვენს მომხმარებლის საქმეთა სახელმწიფო ორგანოს და პოლიციის განყოფილებას, თუ გაურკვეველია ან საეჭვოა ტელეფონით, ფოსტით ან ელ-ფოსტით შუამდგომლობა.

რა დამატებითი მინიშნებები უნდა მახსოვდეს?
  • ყოველთვის ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ ვის უგზავნით ფულს.
  • შეწყვიტეთ ზარი, თუ მისი განმახორციელებელი გთხოვთ, უპასუხოთ Western Union-ის მიერ დასმულ შეკითხვებს.
  • უსაფრთხოება ყველას პასუხისმგებლობაა. იყავი ინფორმირებული. არ ჩამორჩეთ თაღლითობის ახალ ტენდენციებს.
  • გახსოვდეთ, თუ ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, ეს ალბათ ასეა.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ დაიცვათ თავი თაღლითობისგან, დააწკაპუნეთ აქ.
როგორ დავრეგისტრირდე ინტერნეტით, wu.com-ზე,, საქართველოში?

რეგისტრაცია საჭიროა ჩვენი მომსახურებების უმრავლესობისთვის. მას შემდეგ, რაც გახსნით wu.com-ს თქვენ უნდა შეავსოთ პროფილის სარეგისტრაციო ფორმა და მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს:

  • შეიყვანეთ თქვენი სახელი, გვარი, შუა სახელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენი ტელეფონის ნომერი.
  • თქვენ მიიღებთ ერთჯერად დადასტურების კოდს, თქვენს მობილურ ტელეფონზე.
  • შეავსეთ ინტერნეტ რეგისტრაციის ფორმა  შემდეგი ინფორმაციით: სრული სახელი, სრული მისამართი, დაბადების თარიღი და ქვეყანა, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, თქვენი სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქართული პასპორტი. როდესაც აღმოჩენილია ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოგთხოვენ, რომ წარმოადგინოთ ახალი.
  • როცა წარმატებით დარეგისტრირდებით ინტერნეტით, თქვენ გთხოვენ, რომ მიიღოთ ინტერნეტ პროფილის რეგისტრაციის პირობები და ინტერნეტ კონფიდენციალურობის დებულება ჩვენი ინტერნეტ მომსახურებებისთვის.
  • თქვენი პროფილის შექმნის შემდეგ თქვენ შეძლებთ გაგზავნოთ 1 499 ლარამდე (500 აშშ დოლარი), ყოველ გადარიცხვაზე, დღეში, და 10 000 ლარამდე (3 500 აშშ დოლარი) ყოველთვიურად. თუ მეტის გაგზავნა გსურთ, უნდა გაიაროთ ერთჯერადი დადასტურება, პირადად, „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ოფისშიგაიგეთ მეტი ამის შესახებ.
რა ღირს Western Union-ის ვებსაიტზე დარეგისტრირება?

არა, რეგისტრაცია wu.com-ზე უფასოა.

ვის შეუძლია რეგისტრაცია და თანხის გაგზავნა ინტერნეტით?

ნებისმიერ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს, შეუძლია გამოიყენოს ჩვენი ინტერნეტით ფულადი გადარიცხვის მომსახურება.

  • საქართველოს მცხოვრებს უნდა ჰქონდეს პასპორტი ან მოქმედი სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა.
  • უნდა მიიღოს ინტერნეტ პროფილის რეგისტრაციის პირობები და ინტერნეტ კონფიდენციალურობის დებულება ჩვენი მომსახურებების გამოყენებისთვის.
  • უნდა ჰქონდეს საქართველოში გაცემული საკრედიტო ან სადებიტო ბარათი.
  • უნდა ჰქონდეს საქართველოში გაცემული მოქმედი ტელეფონის ნომერი.
რამდენჯერ შემიძლია დარეგისტრირება?

რეგისტრაცის მოქმედი პირადობის მოწმობით და ტელეფონის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

როგორ შემიძლია ჩემი wu.com პროფილის შეცვლა ან განახლება?

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ან განაახლოთ თქვენი WU პროფილის ინფორმაცია „პროფილის“ ჩანართებიდან, სისტემაში შესვლის შემდეგ.

თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, გადადით თქვენს ინტერნეტ პროფილში და აირჩიეთ „პროფილის რედაქტირება“, მარჯვენა მენიუდან. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა თქვენს პროფილთან დაკავშირებით, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7

როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდება ჩემი მომხმარებლის სახელი / შესვლის პაროლი/ ან განმეორებით შევიყვან არასწორ დეტალებს?

თქვენი მომხმარებლის სახელი არის თქვენი ტელეფონის ნომერი.

თუ დაგავიწყდათ პაროლი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტი „დამავიწყდა პაროლი“ და ახალი პაროლი გამოიგზავნება თქვენს ტელეფონის ნომერზე.

თუ არაერთხელ შეიყვანეთ არასწორი დეტალები ან თქვენი პროფილი დაბლოკილია, გთხოვთ, შეხვიდეთ თქვენს პროფილში 30 წუთის შემდეგ ან დარეკეთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა მისამართზე:  supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

რა გავაკეთო, თუ მსურს ჩემი პაროლის და ტელეფონის ნომრის შეცვლა ან განახლება?

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პაროლი ან მობილური ტელეფონის ნომერი „პროფილის“ გვერდზე, სისტემაში შესვლის შემდეგ. აირჩიეთ „პროფილის რედაქტირება“, მარჯვენა მხარის მენიუდან და შეცვალეთ პაროლი.

ინტერნეტ რეგისტრაციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ტელეფონის ნომერი.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, გთხოვთ დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე:  supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

როგორ შემიძლია წავშალო ჩემი Western Union®-ის ინტერნეტ პროფილი?

შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ინტერნეტ პროფილი, Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებასთან დაკავშირებით, ნომერზე: +995322272727 ან ელფოსტის გაგზავნით, მისამართზე:  supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

Western Union-მა უნდა დაადასტუროს ჩემი იდენტურობა?

დიახ, თუ გსურთ გაგზავნოთ უფრო მაღალი თანხა, თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი პროფილი და ეწვიოთ „თიბისი“ ბანკის ოფისს. თქვენი პროფილის დადასტურების შემდეგ, თქვენ შეძლებთ 7 499 აშშ დოლარამდე (18 000 ლარი) თანხის გაგზავნას თითოეულ გადარიცხვაზე.

რა დრო დასჭირდება ჩემი ვინაობის დადასტურებას?

მას შემდეგ, რაც წარმოადგენთ მოქმედ სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ოფისში, თქვენ მიიღებთ დადასტურებას ელფოსტით ან SMS-ს. თუ საჭიროა გააგზავნოთ უფრო მაღალი თანხა, თქვენი გადამოწმების დასრულებამდე, გთხოვთ ეწვიოთ Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისს.

„თიბისი“ ბანკის რომელ ფილიალებშია შესაძლებელი ჩემი პროფილის შემოწმება, საქართველოში?

თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ თქვენი უახლოესი ოფისი, ჩვენი მდებარეობის მაჩვენებლის ხელსაწყოს საშუალებით.

როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდება ჩემი მომხმარებლის სახელი, შესვლის პაროლი ან ჩემი პროფილი დაბლოკილია?

თქვენი მომხმარებლის სახელი არის თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი.

თუ დაგავიწყდათ პაროლი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტი „დამავიწყდა პაროლი“ და ახალი პაროლი გამოიგზავნება თქვენს ელფოსტაზე.

თუ თქვენი პროფილი დაბლოკილია, გთხოვთ, შეხვიდეთ 30 წუთის შემდეგ ან დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

როგორ მოვიქცე, თუ მსურს ჩემი შესვლის დეტალების პაროლის, ელფოსტის მისამართის შეცვლა?

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პაროლი ნებისმიერ დროს, „პროფილის“ გვერდზე, სისტემაში შესვლის შემდეგ. აირჩიეთ „პროფილის რედაქტირება“, მარჯვენა მხარის მენიუდან და შეცვალეთ პაროლი.

ინტერნეტ რეგისტრაციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ელფოსტის მისამართი. მას შემდეგ, რაც თქვენს ელფოსტას დაადასტურებთ, მისი შეცვლა შეუძლებელია.

როგორ შემიძლია წავშალო ჩემი Western Union-ის პროფილი?

თქვენი პროფილის წასაშლელად, დაუკავშირდით Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებას, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა, მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.

1 თანხები შეიძლება დაგვიანდეს ან მომსახურება არ იყოს ხელმისაწვდომი ტრანზაქციის გარკვეული პირობების, მათ შორის გაგზავნილი თანხის ოდენობის, დანიშნულების ქვეყნის, ვალუტის ხელმისაწვდომობის, მარეგულირებელი და გაცვლითი კურსის საკითხების, მიმღების მოქმედებ(ებ)ის, იდენტიფიკაციის მოთხოვნების, წარმომადგებლობის სამუშაო საათების, დროის სარტყელის სხვაობების, ან დაგვიანებული ოფციების არჩევის გამო. შეიძლება ამოქმედდეს დამატებითი შეზღუდვები. დეტალებისთვის იხილეთ პირობები