თაღლითობასთან ბრძოლის რესურსცენტრი

დაიცავი თავი თაღლითობისაგან

Western Union გამოიყენე მხოლოდ იმისთვის, რომ თანხა გაუგზავნო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

 

არ უპასუხო, თუ თანხის გაგზავნას გთხოვს ადამიანი, რომელსაც არ შეხვედრიხარ. გამოიყენე ძლიერი პაროლები და არ გახსნა შემთხვევითი ბმულები. არ გაუზიარო სხვებს შენი პერსონალური ინფორმაცია.

 

შენიშვნა: გზავნილის გაგზავნის ან ანგარიშზე დასმის შემდეგ Western Union-მა შეიძლება ვერ მოახერხოს თანხის დაბრუნება. თუ ფული ჯერ არ გაგზავნილა ან ანგარიშზე არ მოხვედრილა, შეგიძლია, შეგვატყობინო და დაწერო საჩივარი თაღლითობის თაობაზე.

 

თუ თაღლითმა გთხოვა, რომ ფული Western Union-ის მეშვეობით გაუგზავნო, დაგვირეკე თაღლითობასთან დაკავშირებული საკითხებისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე და გვაცნობე მის შესახებ.

 

გამოიჩინე სიფრთხილე, თუ ადამიანი მოულოდნელად ჩნდება და ფულის გაგზავნას გთხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში:

უკიდურესი აუცილებლობა

ვირუსისგან დაცვა

ონლაინშეძენა

გასაქირავებელი ქონების საფასურის გადახდა ან დეპოზიტი

საკონტროლო შეძენა

საქველმოქმედო შემოწირულება

გადასახადების გადახდა

საკრედიტო ბარათის ან სესხის საკომისიო გადასახადი

ლატარიის მოგება ან პრიზი

დასაქმების შესაძლებლობა

საიმიგრაციო გადაწყვეტილებები

ტელემარკეტინგული შემოთავაზებები

ნუ დატოვებ თაღლითობას შეუმჩნეველს

როცა თაღლითობის შესახებ გვატყობინებ, მცირდება სხვა ადამიანის მოტყუების შანსი. ეს ეხმარება სამართალდამცავ ორგანოებსაც, რომ ამოიცნონ და თავიდან აიცილონ თაღლითობა.

 

თუ ფიქრობ, რომ თაღლითობას წააწყდი, დაუკავშირდი ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს და მომხმარებელთა დაცვის სხვა სამსახურებს.

 

თაღლითობის შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს მომხმარებლების განათლებას და სახელმწიფო ორგანოებს აწვდის ინფორმაციას აქტუალური თაღლითური სქემების შესახებ. ჩვენ ვთანამშრომლობთ საპოლიციო ორგანოებთან მთელ მსოფლიოში, მაგრამ ჩვენი ფუნქცია არ არის კანონის დაცვის უზრუნველყოფა. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანოსთან, რომ ხელი შევუწყოთ გამოძიებას და სასამართლო დევნას მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს მომსახურებებს ბოროტად იყენებს.

სასარგებლო ინფორმაცია

როგორ უნდა ამოვიცნო თაღლითობა?

თაღლითობა ყოველთვის ერთი კონკრეტული გზით არ ხდება. მაგრამ მათ აქვთ საერთო თავისებურება, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო მის თავიდან ასაცილებლად:

  • თაღლითები გთხოვენ ფულის გაგზავნას და გაჩვენებენ, რომ უკიდურესი აუცილებლობაა. თუ პიროვნებას პირადად არ შეხვედრიხარ, ყველაზე კარგი იქნება, თუ ფულს არ გაუგზავნი.
  • თუ შენი პაროლები ადვილი გამოსაცნობი ან მისაწვდომია, თაღლითებმა ანგარიშები შეიძლება გაგიტეხონ. გამოიყენე ძლიერი პაროლები და არ გაუზიარო ისინი არავის.
  • შენი ყურადღების მისაქცევად თაღლითები იყენებენ ელწერილებს, სოციალურ მედიას, ტექსტურ შეტყობინებებს და სატელეფონო ზარებს. როგორც წესი, მათ შეტყობინებებს გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები აქვს ელფოსტის მისამართში. პასუხის გაცემამდე კარგად გამოიკვლიეთ.

რა ხდება მას შემდეგ, რაც შევიტან განაცხადს თაღლითობის შესახებ?

მას შემდეგ, რაც განაცხადს შეიტან თაღლითობის შესახებ, შენს განაცხადს განიხილავს თაღლითობასთან ბრძოლის დეპარტამენტი. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი გუნდი დაგიკავშირდება დამატებითი ინფორმაციისთვის. გზავნილის სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დაგიბრუნოთ გზავნილის თანხა. ჩვენგან მიიღებ ელწერილს, რომელშიც მოცემული იქნება შენი განაცხადის სტატუსი.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ Western Union-ს არ შეუძლია თაღლითების დაჭერა. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან, რომ ხელი შევუწყოთ იმ ხალხის მოქმედებების გამოძიებასა და სასამართლო დევნას, რომლებიც ჩვენი მომსახურებებით ბოროტად სარგებლობენ თაღლითობის ჩასადენად.

დავიბრუნებ ჩემი გზავნილის თანხას?

თუ ფიქრობ, რომ შენი გზავნილის ადრესატი არასწორია, მის გასაუქმებლად დაუყოვნებლივ დაურეკე ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერისა სამსახურს. თუ შენი გზავნილი არ აიღეს, არ გაიგზავნა ან არ აისახა ანგარიშზე, გზავნილის თანხა სრულად დაგიბრუნდება.

რა ზომებს იღებს Western Union თაღლითობის თავიდან ასაცილებლად?

თაღლითობის შესახებ ხალხს სხვადასხვა არხის მეშვეობით ვაწვდით ინფორმაციას, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ რჩევებსა და რესურსებს და ინვესტიციას ვდებთ ტექნოლოგიაში, რომელიც გვეხმარება თაღლითობისგან თავის დაცვაში. თაღლითობის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს ვაწვდით სრულ ინფორმაციას, რომელიც თაღლითობის გამოსაძიებლად სჭირდებათ.

რა უნდა ვქნა, თუ მივიღე საეჭვო ელწერილი, რომელიც მთხოვს თანხის გაგზავნას Western Union-ის მეშვეობით?

ელწერილი გადმოგვიგზავნე მისამართზე spoof@westernunion.com. გაითვალისწინე, რომ ეს არ ნიშნავს საჩივრის შეტანას თაღლითობის თაობაზე. თაღლითობის შესახებ შესატყობინებლად საჩივარი უნდა შემოიტანო ონლაინ ან დაგვირეკო თაღლითობასთან დაკავშირებული საჩივრების ცხელ ხაზზე.

იყავი ინფორმირებული

გამოგვყევი სოციალურ მედიაში, რომ გქონდეს განახლებული ინფორმაცია თაღლითობების და საკუთარი თავის დაცვის შესახებ. ერთად ჩვენ შეგვიძლია #თაღლითობისამოცნობა!

თვალი ადევნე ჩვენს გაფრთხილებებსა და განახლებებს