როგორ გავგზავნოთ ფული საქართველოში Western Union-ის მეშვეობით?

Life abroad By Western Union September 18, 2026

თუ თბილისში ეხმარებით ოჯახს, მეგობრებს, ან ბათუმში ფულს ყოველდღიური ხარჯებისთვის აგზავნით, Western Union გთავაზობთ მოქნილ გზებს საქართველოში ფულის გაგზავნისთვის. შეგიძლიათ, აირჩიოთ, თუ როგორ გაგზავნოთ გზავნილი და თქვენი მიმღები შეძლებს, აირჩიოს მიღების ან განაღდების ვარიანტი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მის საჭიროებებს.

Western Union-ის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ფულადი გზავნილის გაგზავნა საქართველოში ონლაინ, Western Union-ის აპის საშუალებით ან Western Union-ის ფილიალიდან. მიმღებს შეუძლია ფულადი გზავნილი საქართველოს ბანკებში მობილ ბანკით ან ფილიალში გაანაღდოს; ასევე პირდაპირ ანგარიშზეც ჩაირიცხოს.

აირჩიეთ, როგორ გსურთ თანხის გაგზავნა საქართველოში

გაგზავნეთ ფული ონლაინ

თანხის ონლაინ გაგზავნა მოსახერხებელი ვარიანტია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ სახლიდან გადარიცხვების განხორციელება. უბრალოდ, შედით Western Union-ის პროფილში, შეიყვანეთ მიმღების მონაცემები, აირჩიეთ გადახდის მეთოდი და დაასრულეთ გაგზავნა.

ფულის გაგზავნა Western Union-ის აპით

Western Union-ის აპი ამარტივებს სმარტფონის გამოყენებით საქართველოში ფულის გაგზავნას.

აპის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

  • გაგზავნოთ ფული 24/7
  • გაგზავნოთ ფული გზაში ყოფნისას
  • თვალყური ადევნოთ ფულად გზავნილს რეალურ დროში
  • მიიღოთ გაცვლითი კურსის შეტყობინებები
  • სწრაფად დაასრულოთ განმეორებითი ფულადი გზავნილები
  • მართოთ ფულადი გზავნილები, სადაც უნდა იყოთ

გაგზავნეთ ფული პირადად

პირისპირ მომსახურება გირჩევნიათ? შეგიძლიათ, ეწვიოთ Western Union-ის აგენტს და პირადად გაგზავნოთ თანხა საქართველოში. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ფულადი გზავნილის საკონტროლო ნომერს (MTCN), რომლის გამოყენებაც გზავნილზე თვალყურის დევნებაში დაგეხმარებათ.

მზად ხართ საქართველოში ფულის გასაგზავნად?

დაიწყეთ თქვენი გზავნილი რამდენიმე წუთში Western Union-ის აპით და დარჩით კავშირზე იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე მეტად ძვირფასია თქვენთვის.

გატანის ხელმისაწვდომი მეთოდები და ვალუტები საქართველოში ფულის გასაგზავნად

Western Union თანხის შეტანისა და გაცემის მოქნილ მეთოდებს გთავაზობთ. გამგზავნი ქვეყნიდან გამომდინარე, საქართველოში მიმღებებს შეუძლიათ თანხების მიღება ნაღდი ფულის გატანის, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ან გადახდის დამატებითი ვარიანტების მეშვეობით. ასევე, გადახდის მეთოდიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვალუტა. არჩევანის შეთავაზებით Western Union დაგეხმარებათ, იპოვოთ საუკეთესო გზა საქართველოში ფულის გასაგზავნად.

გამგზავნი ქვეყანა გატანის მეთოდი გატანის ვალუტები
ჩეხეთი ნაღდი ფული GEL, USD
საფრანგეთი ნაღდი ფული GEL, EUR, USD
საბანკო ანგარიში GEL
გერმანია ნაღდი ფული GEL, EUR, USD
საბანკო ანგარიში GEL
ირლანდია ნაღდი ფული GEL, EUR, USD
საბანკო ანგარიში GEL
იტალია ნაღდი ფული GEL, EUR, USD
საბანკო ანგარიში GEL
ლიტვა ნაღდი ფული GEL, USD
საბანკო ანგარიში GEL
ნიდერლანდები ნაღდი ფული GEL, EUR, USD
საბანკო ანგარიში GEL
ნორვეგია ნაღდი ფული GEL, USD
საბანკო ანგარიში GEL
პოლონეთი ნაღდი ფული GEL, USD
საბანკო ანგარიში GEL
გაერთიანებული სამეფო ნაღდი ფული GEL, USD
საკრედიტო/სადებეტო ბარათი GEL
საბანკო ანგარიში GEL

 

ერთი შეხედვით

  • საფრანგეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში მომხმარებლებს შეუძლიათ ნაღდი ფულის გატანის მიზნით ფულის გაგზავნა ლარში (GEL), ევროში (EUR) ან აშშ დოლარში (USD) და ასევე შეუძლიათ პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ლარში (GEL).
  • ლიეტუვაში, ნორვეგიასა და პოლონეთში მომხმარებლებს შეუძლიათ ნაღდი ფულის გატანის მიზნით ფულის გაგზავნა ლარში (GEL) ან აშშ დოლარში (USD) და ასევე შეუძლიათ პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ლარში (GEL).
  • ჩეხეთში მომხმარებლებს შეუძლიათ ფულის გაგზავნა ნაღდი ფულის გატანის მიზნით ლარში (GEL) ან აშშ დოლარში (USD).
  • გაერთიანებულ სამეფოში მომხმარებლებს შეუძლიათ ფულის გაგზავნა ნაღდი ფულის გატანის მიზნით ლარში (GEL) ან აშშ დოლარში (USD), პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ლარში (GEL) ან საკრედიტო/სადებეტო ბარათზე ლარში (GEL).

საქართველოში ფულის გაგზავნის უმარტივეს გზას ეძებთ?

გახსენით Western Union-ის აპი, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი და დაასრულეთ გზავნილი რამდენიმე წუთში.

მიიღეთ ფული საქართველოში ნაღდი ფულის გატანის სერვისით

როდესაც ნაღდი ფულის გატანის სერვისს ირჩევთ, თქვენს მიმღებს შეუძლია თანხების აღება Western Union-ის მონაწილე ფილიალში ან შეუძლია, გზავნილი გადაამისამართოს თავის საბანკო ანგარიშზე. ეს თქვენს მიმღებს მოქნილობას ანიჭებს და საშუალებას აძლევს, მიიღოს ევრო ან აშშ დოლარი საბანკო ანგარიშზე.

Western Union-ის მეშვეობით ნაღდი ფულის გატანის უპირატესობები

  • საბანკო ანგარიში საჭირო არ არის
  • თანხებზე მოსახერხებელი წვდომა
  • ნაღდი ფული მისაღებად შესაძლოა რამდენიმე წუთში იყოს ხელმისაწვდომი*
  • Western Union-ის ასობით ფილიალი მთელ საქართველოში
  • გზავნილზე თვალყურის მარტივად დევნება MTCN-ის გამოყენებით
  • მიმღებებს შეუძლიათ გზავნილების გადამისამართება თავიანთ საბანკო ანგარიშზე

თანხის გაგზავნა პირდაპირ საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე

იმ მიმღებებს, რომლებიც ციფრულ საბანკო საქმიანობას ანიჭებენ უპირატესობას, Western Union სთავაზობს პირდაპირ საქართველოს ბანკების ანგარიშებზე ჩარიცხვას.

ეს საშუალებას აძლევს მიმღებებს, მიიღონ თანხა პირდაპირ თავიანთ საბანკო ანგარიშზე Western Union-ის ფილიალში ვიზიტის გარეშე.

Western Union-ით საბანკო ანგარიშზე გზავნილების უპირატესობები

  • თანხები იგზავნება პირდაპირ საბანკო ანგარიშზე
  • არ არის საჭირო აღების პუნქტში ვიზიტი
  • მოსახერხებელია ონლაინ და მობილური ბანკინგის მომხმარებლებისთვის
  • მარტივი და სანდო

უშუალოდ საბანკო ანგარიშზე ფულის გასაგზავნად, როგორც წესი, მიმღების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშის ინფორმაცია დაგჭირდებათ.

გინდათ საქართველოში მეგობრებისა და ოჯახის წევრების ფინანსური მხარდაჭერის მოსახერხებელი გზა?

გაგზავნეთ თანხები პირდაპირ მათ საბანკო ანგარიშზე Western Union-ის აპიდან.

ფულადი გზავნილის კოდით განაღდება

Western Union მიმღებისთვის დამატებით მოქნილობას გთავაზობთ – ფულადი გზავნილი გაანაღდოთ კოდით მობილ ბანკის მეშვეობით და ფული ავტომატურად ჩაირიცხება თქვენს საბანკო ანგარიშზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გამგზავნი აირჩევს ნაღდი ფულის გატანას (cash pick up), მიმღებს შეუძლია აირჩიოს თანხის მიღება საბანკო ანგარიშზე. ამ გზით მიმღებს მეტი მოქნილობა აქვს და შეუძლია, ისარგებლოს ევროს ან აშშ დოლარის მიღებით საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე.

რატომ არის სასარგებლო ნაღდი ფულით გადახდების გადამისამართება ბანკში?

  • მეტი მოქნილობა მიმღებისთვის
  • უფრო მეტი კონტროლი თანხის მიღების წესზე
  • მიმღებს შეუძლია, მიიღოს ევრო ან აშშ დოლარი თავის საბანკო ანგარიშზე
  • თანხა საბანკო ანგარიშზე შეიძლება რამდენიმე წუთში აისახოს
  • თუ უპირატესობას საბანკო ანგარიშზე გაგზავნას ანიჭებთ, არ არის საჭირო აგენტის მდებარეობაზე ვიზიტი

როგორ მუშაობს ნაღდი ფულის გადახდების გადამისამართება ბანკში?

  1. გადარიცხვის შექმნისას გამგზავნი ნაღდი ფულის გატანას ირჩევს.
  2. მიმღები იღებს MTCN-ს.
  3. მიმღები იყენებს MTCN-ს ფულადი გზავნილის ჩასარიცხად მისთვის სასურველ ვალუტის მქონე საბანკო ანგარიშზე.
  4. თანხები საბანკო ანგარიშზე წამებში ისახება.

რატომ უნდა აირჩიოთ Western Union საქართველოში ფულადი გზავნილებისთვის?

საერთაშორისო ფულად გზავნილებში მოქნილობა მნიშვნელოვანია.

Western Union-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ:

  • გაგზავნოთ ფული ონლაინ, აპის საშუალებით ან პირადად
  • აირჩიოთ ნაღდი ფულის გატანა ან საბანკო ანგარიშიდან გატანა
  • შესაფერისი ქვეყნებიდან გქონდეთ წვდომა საკრედიტო/სადებეტო ბარათიდან გატანის ვარიანტებზე
  • მისცეთ საშუალება მიმღებებს, გადაამისამართონ ნაღდი ფულით გატანის გზავნილები თავიანთ საბანკო ანგარიშზე
  • თვალყური ადევნოთ გზავნილებს დასაწყისიდან დასასრულამდე
  • სწრაფად და მოხერხებულად დაეხმაროთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს

გაგზავნეთ ფული საქართველოში დღესვე

მიუხედავად იმისა, თქვენი მიმღები უპირატესობას ნაღდი ფულის გატანას, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას თუ კოდით განაღდებას ანიჭებს, Western Union გთავაზობთ მრავალფეროვან ვარიანტებს, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობის გასამარტივებლად.

გაგზავნეთ ფული საქართველოში დღესვე და აირჩიეთ გადახდის ვარიანტი, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება თქვენს მიმღებს.

ხშირად დასმული კითხვები საქართველოში ფულის გაგზავნის შესახებ

როგორ შემიძლია გავგზავნო ფული საქართველოში?

საქართველოში ფულის გაგზავნა შეგიძლიათ westernunion.com-ის, Western Union-ის აპის ან მონაწილე აგენტის მდებარეობის საშუალებით. გამგზავნ ქვეყანაში არსებული სერვისებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, აირჩიოთ ნაღდი ფულის გატანა, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან გადახდის სხვა შესაფერისი მეთოდები.

შემიძლია, საქართველოში თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე გავგზავნო?

დიახ. Western Union მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფული გაგზავნონ უშუალოდ საქართველოში არსებულ შესაფერის საბანკო ანგარიშებზე. მიმღები თანხას იღებს ლარში (GEL), რაც მას მოსახერხებელ ვარიანტად აქცევს ადამიანებისთვის, რომლებიც ციფრულ ბანკინგს ანიჭებენ უპირატესობას.

შეუძლიათ თუ არა მიმღებებს ნაღდი ფულის აღება საქართველოში?

დიახ. მიმღებებს შეუძლიათ თანხის აღება „ნაღდი ფულის გატანის“ სერვისის მეშვეობით Western Union-ის მონაწილე სააგენტო ფილიალებში მთელ საქართველოში. ნაღდი ფულის გატანა ხელმისაწვდომია დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

რა ვალუტაში შეუძლიათ მიმღებებს ფულის მიღება საქართველოში?

გატანის ხელმისაწვდომი ვალუტები დამოკიდებულია გამგზავნ ქვეყანასა და გადახდის მეთოდზე.

ნაღდი ფულის გატანით სარგებლობისას მიმღებებს შეუძლიათ მიიღონ:

  • GEL (ქართული ლარი)
  • EUR (ევრო)
  • USD (აშშ დოლარი)

მჭირდება თუ არა საბანკო ანგარიში საქართველოში ფულის მისაღებად?

არა. თუ გამგზავნი „ნაღდი ფულის გატანას“ აირჩევს, მიმღებებს შეუძლიათ თანხების აღება Western Union-ის მონაწილე ფილიალებში საბანკო ანგარიშის გარეშე.

შემიძლია თვალყური ვადევნო ჩემს ფულად გზავნილს საქართველოში?

დიახ. Western Union გთავაზობთ ფულადი გზავნილის საკონტროლო ნომერს (MTCN), რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თქვენი გზავნილის სტატუსზე თვალყურის დევნებისთვის.

ხელმისაწვდომია თუ არა Western Union-ის აპი საქართველოში ფულის გასაგზავნად?

დიახ. Western Union-ის აპი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გაგზავნონ ფული საქართველოში, თვალყური ადევნონ გზანვილებს, ნახონ გაცვლითი კურსები და განახორციელონ განმეორებითი გზავნილები მობილური მოწყობილობებიდან.

რომელია საქართველოში ფულის გაგზავნის საუკეთესო გზა?

საუკეთესო მეთოდი დამოკიდებულია თქვენი მიმღების პრეფერენციებზე:

  • აირჩიეთ ნაღდი ფულის გატანა (cash pick up), თუ თქვენი მიმღები ნაღდი ფულის აღებას ან კოდით მობილ-ბანკში განაღდებას ამჯობინებს.
  • აირჩიეთ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა, თუ თქვენს მიმღებს სურს, რომ თანხები პირდაპირ მის ანგარიშზე ჩაირიცხოს.

თანხები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს რამდენიმე წუთში. გზავნილის სიჩქარე და თანხების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს. დაგვიანებები შეიძლება წარმოიშვას საბანკო სამუშაო საათებიდან, შესაბამისობის მოთხოვნებიდან, მომსახურების ხელმისაწვდომობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.