WESTERN UNION-ის გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება მექსიკის რეზიდენტებისთვის

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მექსიკაში მცხოვრები მომხმარებლების კონფიდენციალურობაზე და ვცდილობთ შევაგროვოთ, გამოვიყენოთ, შევინახოთ, დავიცვათ, გავამჟღავნოთ და გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია კერძო პირების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მექსიკის ფედერალური კანონის შესაბამისად (Ley Federal de Protección de Datos Personales en Posesión de Particulares). Western Union-ის გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მოცემული დამატება მექსიკის რეზიდენტებისთვის („დამატება“) ვრცელდება მექსიკის რეზიდენტებზე და, გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებასთან ერთად, შემუშავებულია კერძო პირების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მექსიკის ფედერალური კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მექსიკაში Western Union-ის მოქმედი მონაცემთა მაკონტროლებლები არიან „Grupo Dinámico Empresarial S.A. de C.V.“, „Servicios de Apoyo GDE SA de CV“, „Operaciones Internacionales OV S.A. de C.V.“ და „Servicio Integral de Envíos, S.A. de C.V.“ მისამართით: Av. Paseo de la Reforma No. 505, piso 17, Colonia Cuauhtémoc, Delegación Cuauhtémoc, C.P. 06500, Ciudad de México.

 

როგორ ამუშავებს WESTERN UNION თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი ძირითადი მიზნებისთვის:

  • თქვენთვის მომსახურების გასაწევად: როგორიცაა ფულის გადარიცხვის, გადახდის მომსახურება, წინასწარი გადახდის ბარათები და ლოიალობის პროგრამები; თქვენთვის სერვისთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, ადმინისტრაციული ან ტრანზაქციებთან დაკავშირებული კომუნიკაციების გამოგზავნა; და ასევე, თქვენთან დადებული კონტრაქტების შესრულება ან Western Union-ის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება.
  • კანონიერი ბიზნეს მიზნებისთვის: როგორიცაა ჩვენს პროდუქტებთან, ლოკაციებთან, სერვისებთან და ოპერაციებთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილების გაანალიზება და გაუმჯობესება; ჩვენი ვებსაიტებისა და აპების მართვა; მარკეტინგული სარგებლის და ბრენდით კმაყოფილების დონის გაზომვა (მათ შორის მარკეტინგული კვლევების გამოკითხვების ჩატარებით); თქვენთვის კლიენტთა მომსახურების გაწევა; და, ასევე, ჩვენი ტექნოლოგიების, სისტემების და სერვისების უსაფრთხოებისა და მთლიანობის დაცვა.
  • სამართლებრივი და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნებისთვის: მაგალითად, ფულის გათეთრების და ტერორისტების დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი და მარეგულირებელი მოვალეობების შესასრულებლად; თაღლითობის და ქურდობის გამოვლენის, პრევენციის და დევნის, აგრეთვე ჩვენი სერვისების უკანონო და აკრძალული გამოყენების ან სხვა უკანონო და უსამართლო ქმედების პრევენციისთვის. ეს შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს Western Union-ის და სხვა პირების კანონიერი უფლებებისა და მოთხოვნების აღძვრას, გამოყენებას ან დაცვას და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხების მონიტორინგსა და მოხსენებას, ასევე თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებას თქვენი ვინაობის შესამოწმებლად და დასადასტურებლად და ამისათვის მესამე მხარეების დახმარებით სარგებლობას. გარკვეულ შემთხვევებში, როგორიცაა ფულის გადარიცხვის მომსახურების გაწევა, შეიძლება ჩვენ ვერ შევძლოთ ჩვენი მომსახურების გაწევა, სანამ თქვენ არ მოგვაწვდით საჭირო პერსონალურ მონაცემებს.

ჩვენ ასევე ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი არაარსებითი, დამატებითი მიზნებისთვის:

  • მარკეტინგის მიზნებისთვის: მაგალითად, თქვენს თანხმობაზე დაფუძნებით გაცნობებთ შეთავაზებების, რეკლამების და განახლებების შესახებ, რომლებიც ჩვენს პროდუქტებს და სერვისებს შეეხება. ეს შეიძლება შეიცავდეს ელფოსტის, ტელეფონის, საფოსტო წერილის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, სოციალური მედიის და სხვა კომუნიკაციის ან ციფრული არხების გამოყენებით გაკეთებულ შეთავაზებებს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი ამ მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. თუ აღარ გსურთ მომავალში ჩვენგან მარკეტინგთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება, უფლება გაქვთ, უარი თქვათ მათ მიღებაზე. ამისთვის საჭიროა, მიჰყვეთ შესაბამისი ელექტრონული კომუნიკაციის მითითებებს ან დაგვიკავშირდეთ, როგორც განმარტებულია ნაწილში ჩვენთან დაკავშირება. გაითვალისწინეთ, რომ თუ უარს იტყვით ჩვენგან მარკეტინგული სახის შეტყობინებების მიღებაზე, შესაძლოა, მაინც გამოგიგზავნოთ მომსახურების, ადმინისტრაციული ან ტრანზაქციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
  • დაგვეხმაროს თქვენთვის ჩვენი მომსახურების გაწევაში, თქვენ მიერ ინდივიდუალური მიდგომის მიღებაში, აგრეთვე ტრანზაქციების განხორციელებასა და ანგარიშის შესახებ ინფორმაციაზე წვდომაში თქვენთვის დახმარების გასაწევად;
  • ამოგიცნოთ და თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტებისა და/ან აპლიკაციების გამოყენების დროს მოგცეთ თქვენი პაროლის ხელახლა შეყვანის საჭიროების გარეშე სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა;
  • ჩვენი კლიენტების გაგების ანალიზის ჩასატარებლად და მათი შთაბეჭდილებების გასაუმჯობესებლად;
  • დავადგინოთ, Western Union-ში ბანერის რეკლამის გამო მოხვედით თუ შვილობილი კომპანიისგან;
  • მოგაწოდოთ თქვენი ინტერესების სფეროში შემავალი ინფორმაცია არა-Western Union ვებგვერდების და აპლიკაციების შესახებ;
  • უკეთესად გავიგოთ ჩვენი სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა და იქონია თუ არა თქვენზე გავლენა ჩვენმა სარეკლამო მესიჯებმა.
  • ხელი შევუწყოთ უსაფრთხოებას, შევამციროთ ფინანსური რისკი და დავამარცხოთ თაღლითობა.

Western Union არასოდეს შეაგროვებს ან გამოიყენებს თქვენს სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას ჩვენ მიერ თქვენთვის მომსახურების გაწევისას.

 

ბიომეტრიული მონაცემები

ზემოთ მითითებული პერსონალური მონაცემების გარდა, ჩვენ ასევე გაცნობებთ, რომ იმ მომენტისთვის, როცა თქვენ გადაწყვეტთ Western Union-ის ფულის გადარიცხვის სერვისით სარგებლობას ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მენეჯერი ასევე შეაგროვებს და დაამუშავებს თქვენს ბიომეტრიულ მონაცემებს, რომლებიც ეხება თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თვისებებს, როგორიცაა თქვენი სახის ნაკვთები სახის ამოცნობის მიზნით და თითის ანაბეჭდები. აღნიშნული ბიომეტრიული მონაცემები, მათი ოფიციალური იდენტიფიკაციის ფოტოსურათთან ერთად, მენეჯერის მიერ გაიგზავნება მექსიკის კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი შემოწმებისთვის.

თქვენი ბიომეტრიული ინფორმაციის შემოწმებით და ოფიციალური იდენტიფიკაციის წარმოდგენით პასუხისმგებელი მხარე ასრულებს ვალდებულებას, იცოდეს ან შეამოწმოს თქვენი, როგორც მექსიკაში მყოფი ფულის გამგზავნის ვინაობა, ფულის გადარიცხვის მიმართ მოქმედი რეგულაციის შესაბამისად.

 

თქვენი ARCO უფლებების გამოყენება

როგორც პერსონალური ინფორმაციის მფლობელს, თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გამოიყენოთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის, მისი შესწორების, გაუქმების და/ან პრეტენზიის წაყენების უფლებები (ე.წ. „ARCO უფლებები“), ასევე, გააუქმოთ თქვენი თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, თუ ის არღვევს ამ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების პირობებს, რისთვისაც უნდა გაგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა ჩვენს მონაცემთა კონფიდენციალურობის დეპარტამენტში მისამართზე: wuprivacy@westernunion.com, თუ ასეთი პრეტენზია და/ან გაუქმება ზიანს არ აყენებს მესამე მხარის უფლებებს, კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

თქვენი მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: i) პერსონალური ინფორმაციის მფლობელის სახელი, ii) მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მოთხოვნაზე პასუხის გაგზავნა, iii) მონაცემთა მფლობელის ვინაობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები ან, საჭიროების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების მფლობელის კანონიერი წარმომადგენლის მტკიცებულება და iv) იმ პერსონალური ინფორმაციის მკაფიო და ზუსტი აღწერა, რომლის მიმართ გსურთ თქვენი ARCO უფლებების გამოყენება.

პერსონალური ინფორმაციის გასწორების მოთხოვნები უნდა მოიცავდეს შესატან ცვლილებებს და მოთხოვნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას; თქვენი თანხმობის გაუქმების მოთხოვნები უნდა მოიცავდეს მკაფიო განცხადებას, რომ თქვენ გსურთ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე თქვენი თანხმობის გაუქმება და, თუ საჭიროა, ასეთი გაუქმების მიზეზებს.

თქვენი მოთხოვნის მიღების შემდეგ ჩვენ 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ და ასეთი გადაწყვეტილება ძალაში შევა გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების თქვენთვის წერილობით ან ელფოსტით ჩაბარების თარიღიდან 15 (თხუთმეტი) დღის შემდეგ. ზემოაღნიშნული ვადები შეიძლება გახანგრძლივდეს ერთხელ, ასეთი გახანგრძლივების სათანადოდ დასაბუთების შემთხვევაში

 

თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

თქვენ, როგორც პერსონალური მონაცემების მფლობელი, აცხადებთ, რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით წესებს და პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია თქვენთვის ხელმისაწვდომ ამ კონფიდენციალურობის შეტყობინებაში და თქვენთვის ცნობილია თქვენი პერსონალური მონაცემების და გენერირებული პერსონალური მონაცემების შეგროვების და დამუშავების მიზანი, ასევე თქვენი ARCO უფლებების გამოყენების და თქვენი თანხმობის გაუქმების პროცედურა.

თანხმობას ვაცხადებ და ნებართვას ვიძლევი, რომ ჩემი პერსონალური მონაცემები და ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭდები და სახის ამოცნობა) შეაგროვოს და დაამუშაოს კომპანიებმა: „Servicio Integral de Envíos“, „S.A de C.V.“ და „Operaciones Internacionales OV“, „S.A. de C.V.“,წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინების დებულებების შესაბამისად.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.