მარკეტინგის ფუნქციონირება
მუშაობის ფუნქციონირება
გადარიცხვის ფუნქციონირება
Western Union-მა უნდა დაადასტუროს ჩემი იდენტურობა?
რამდენი ხანი დასჭირდება ჩემი ვინაობის დადასტურებას?
როგორ მივაწოდო ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი?
სად არის ფიზიკური იდენტიფიკაციის ადგილები საქართველოში?
როგორ მოვიქცე, თუ მსურს ჩემი შესვლის დეტალების პაროლის, ელფოსტის მისამართის შეცვლა?
როგორ შეიძლება გავაუქმო ჩემო www.westernunion.com რეგისტრაცია?
Western Union-მა უნდა დაადასტუროს ჩემი იდენტურობა?
დიახ, თუ გსურთ გაგზავნოთ უფრო მაღალი თანხა, თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი პროფილი და ეწვიოთ „თიბისი“ ბანკის ოფისს. თქვენი პროფილის დადასტურების შემდეგ, თქვენ შეძლებთ 7 499 აშშ დოლარამდე (18 000 ლარი) თანხის გაგზავნას თითოეულ გადარიცხვაზე.
რა დრო დასჭირდება ჩემი ვინაობის დადასტურებას?
მას შემდეგ, რაც წარმოადგენთ მოქმედ სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ოფისში, თქვენ მიიღებთ დადასტურებას ელფოსტით ან SMS-ს. თუ საჭიროა გააგზავნოთ უფრო მაღალი თანხა, თქვენი გადამოწმების დასრულებამდე, გთხოვთ ეწვიოთ Western Union-ის წარმომადგენლობის ოფისს.
„თიბისი“ ბანკის რომელ ფილიალებშია შესაძლებელი ჩემი პროფილის შემოწმება, საქართველოში?
თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ თქვენი უახლოესი ოფისი, ჩვენი მდებარეობის მაჩვენებლის ხელსაწყოს საშუალებით.
როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდება ჩემი მომხმარებლის სახელი, შესვლის პაროლი ან ჩემი პროფილი დაბლოკილია?
თქვენი მომხმარებლის სახელი არის თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტი „დამავიწყდა პაროლი“ და ახალი პაროლი გამოიგზავნება თქვენს ელფოსტაზე.
თუ თქვენი პროფილი დაბლოკილია, გთხოვთ, შეხვიდეთ 30 წუთის შემდეგ ან დარეკოთ Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებაში, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნოთ ელფოსტა მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
როგორ მოვიქცე, თუ მსურს ჩემი შესვლის დეტალების პაროლის, ელფოსტის მისამართის შეცვლა?
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პაროლი ნებისმიერ დროს, „პროფილის“ გვერდზე, სისტემაში შესვლის შემდეგ. აირჩიეთ „პროფილის რედაქტირება“, მარჯვენა მხარის მენიუდან და შეცვალეთ პაროლი.
ინტერნეტ რეგისტრაციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ელფოსტის მისამართი. მას შემდეგ, რაც თქვენს ელფოსტას დაადასტურებთ, მისი შეცვლა შეუძლებელია.
როგორ შემიძლია წავშალო ჩემი Western Union-ის პროფილი?
თქვენი პროფილის წასაშლელად, დაუკავშირდით Western Union-ის კლიენტზე ზრუნვის განყოფილებას, ნომერზე: +995322272727 ან გაგზავნეთ ელფოსტა, მისამართზე: supportwu@tbcbank.com.gе, ხელმისაწვდომია 24/7.
Loading...