მარკეტინგის ფუნქციონირება
მუშაობის ფუნქციონირება
გადარიცხვის ფუნქციონირება
ისინი იყენებენ ნებისმიერ საშუალებას მსხვერპლთან კონტაქტის დასამყარებლად—ტელეფონი, ლოკოკინა ფოსტა, ელფოსტა და ინტერნეტი. ისინი მოიპოვებენ თქვენს ნდობას და როდესაც ანკესზე წამოედებით, გთხოვენ ფულს; შემდეგ ისინი იღებენ ამ ფულს და გარბიან. სცენარები, რომლებსაც ისინი იყენებენ თქვენს შესატყუებლად, მუდმივად იცვლება. მაგრამ თუ შეიარაღდებით თაღლითობის ყველაზე გავრცელებული სახეობების შესახებ ცოდნით, თქვენ დაიცავთ საკუთარ თავს და თქვენს მეგობრებსა და ოჯახს.
წინასწარი ანგარიშსწორება / წინასწარ გადახდა:თქვენ გთხოვენ ფულის გაგზავნას პროდუქტის ან მომსახურების საფასურის ავანსის სახით გადასახდელად
ვირტუალური ვაჭრობა:თქვენ გიკავშირდებიან დასაქმების შესაძლებლობით, რათა გაუგზავნოთ ფული ფულადი გადარიცხვის სერვისის გამოყენებით და, რომ შეაფასოთ მომსახურება
ზედმეტის გადახდა:თქვენ იღებთ ქვითარს შეთანხმებულ ღირებულებაზე მეტ თანხაზე და გთხოვენ, დააბრუნოთ ზედმეტი თანხა ფულადი გადარიცხვის სერვისის გამოყენებით, მაგრამ ჩეკი ყალბია
დასაქმება:თქვენ გთხოვენ ფულის გაგზავნას მუშაობის იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც თქვენ მიიღეთ
ლატარეა/პრიზი:თქვენ იღებთ შეტყობინებას, რომ მოიგეთ ლატარეაში/ტოტალიზატორში და საჭიროა ფულის გაგზავნა პრიზის მოსათხოვნად
საიჯარო ქონება:თქვენ დაინტერესებული ხართ საიჯარო ქონებით და გთხოვენ ფულის გაგზავნას ისეთი მიზეზებით, რომლებიც კანონიერი ჩანს, მაგრამ ქონება არარეალურია
საგანგებო სიტუაცია / ბაბუა:თქვენ გთხოვენ ფულის გაგზავნას მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის საგანგებო სიტუაციის გამო
ინტერნეტ შენაძენი:თქვენ გთხოვენ ფულის გაგზავნას იმ პროდუქტის, აუქციონზე გამოტანილი ნივთის, ან ონლაინ განთავსებული მომსახურების საფასურის გადასახდელად
ურთიერთობა:თქვენ ხვდებით ვიღაცას ონლაინ, ამყარებთ მათთან ურთიერთობას , შემდეგ ისინი გთხოვენ მათთვის ფულის გაგზავნას
ყალბი ჩეკი:თქვენ იღებთ ჩეკს და გთხოვენ ფუის ნაწილის უკან გაგზავნას, რისთვისაც ასახელებენ თითქოს კანონიერ მიზეზს, მაგრამ ჩეკი ყალბია
წინასწარი ანგარიშსწორება / წინასწარ გადახდა
თაღლითები გაგეცნობიან როგორც მატყუარა საკრედიტო კომპანიების წარმომადგენლები და იყენებენ ავთენტური ვიზუალის დოკუმენტებს, ელფოსტებსა და ვებგვერდებს იმისათვის, რომ თავიანთ საქმიანობას ლეგიტიმური იერი ჰქონდეთ. ისინი წინასწარ არიცხავენ კრედიტის გაცემის „საფასურს“. მომხმარებლები იხდიან, მაგრამ სესხებს ვერასოდეს იღებენ. თაღლითები უკვე კარგა ხნის გაქცეულები არიან და ისინი ხშირად სისტემატიურად უცვლიან სახელს თავიანთ „ბიზნესებს“ იმისათვის, რომ თავი აარიდონ სამართალდამცავ ორგანოებს.
ეს თაღლითობის ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც „წინასწარი ანგარიშსწორების“ ან „წინასწარი გადახდის“ აფიორა ეწოდება. თაღლითებმა ასევე შეიძლება მოატყუონ მსხვერპლი ინვესტიციების განხორციელების ან მემკვიდრეობითი საჩუქრების მიღების პირობით საზღაურის სანაცვლოდ. მაგრამ ეს ყველაფერი ერთი და იგივე სცენარია: მსხვერპლი ფულს უხდის ვიღაცას რაღაც უფრო ღირებულის მიღების მოლოდინით და სანაცვლოდ იღებს მცირეს ან სულაც არაფერს.
ასევე იხილეთ ყალბი ჩეკის თაღლითობა.
ვირტუალური ვაჭრობის თაღლითები პოპულარობით სარგებლობენ დამნაშავეებში, რომელთა სამიზნეც დასაქმების ვებგვერდებია. სამოქმედო გეგმა მარტივია: თაღლითები მსხვერპლებს უგზავნიან ჩეკს და სთხოვენ თავიანთი რესურსების გამოყენებას Western Union-ის ფულადი გზავნილის სერვისის „შესაფასებლად“. მსხვერპლ(ებ)ი რიცხავს თანხას და მხოლოდ შემდეგ გებულობს, რომ ჩეკები გამოწერილია ისე, რომ ანგარიშზე საკმარისი თანხა არ დევს და ის(ინი) ვალდებულია, ბანკს დაუბრუნონ თანხა.
ასევე იხილეთ ყალბი ჩეკის აფიორა და დასაქმების აფიორა.
ზედმეტი თანხის გადახდის თაღლითობის შემთხვევაში, თაღლითები თამაშობენ მყიდველის როლს, ხოლო სამიზნე მომხმარებლები ყიდიან მომსახურებას ან პროდუქტს. „მყიდველი” გამყიდველს უგზავნის ვითომ კანონიერი შესახედაობის ჩეკს, რომელიც ჩვეულებრივ გაცემულია კარგად ცნობილ ბანკში, შეთანხმებულ ფასზე მეტ თანხაზე. ისინი განმარტავენ აღნიშნული ზედმეტი თანხის გადახდის საჭიროებას და გამყიდველს აძლევენ მითითებას, რომ მოახდინოს ჩეკის დეპონირება და უკან გადარიცხონ ზედმეტი თანხები. რამდენიმე კვირის შემდეგ, მსხვერპლი იგებს, რომ ჩეკი ყალბი იყო, მაგრამ ის მაინც ვალდებულია გადაუხადოს ბანკს ნებისმიერი გამოტანილი თანხა.
ასევე იხილეთ ინტერნეტ შესყიდვების აფიორა და ყალბი ჩეკის აფიორა.
დამსაქმებელი თაღლითები ჩვეულებრივ იწყებენ მეტისმეტად კარგი შეთავაზებით - მუშაობა სახლიდან და თვეში ათასობით დოლარის გამომუშავება ყოველგვარი გამოცდილების საჭიროების გარეშე—და ამთავრებენ უმუშევარი და უფულო მომხმარებლებით. ჩვეულებრივ, ისინი მიყვებიან ერთ-ერთ შემდეგ მეთოდს:
1. თაღლითები გვევლინებიან, როგორც ახალი „დამსაქმებელი“ და უგზავნიან მსხვერპლს ჩეკს საწყისი ხარჯების დასაფარად, როგორიცაა მარაგები. მსხვერპლი ახდენს ჩეკის დეპონირებას, ყიდულობს საჭირო მარაგს და დარჩენილ თანხას ურიცხავს თაღლითს. რამდენიმე კვირის შემდეგ, მსხვერპლი იგებს, რომ ჩეკები ყალბი იყო, მაგრამ მან მაინც უნდა გადაიხადოს მთლიანი თანხა.
2. თაღლითები გვევლინებიან „დამქირავებლების“ როლში, რომლებიც გთავაზობენ გარანტირებულ დასაქმებას ან „დამსაქმებლის“ როლში, რომლებიც მსხვერპლს სთავაზობენ სამუშაოს იმ პირობით, რომ მსხვერპლი ავანსის სახით იხდის საკრედიტო ჩეკების ან განაცხადის განხილვის ან დაქირავების საფასურს. მსხვერპლი იხდის, მაგრამ სამუშაოს შემოთავაზებები არასოდეს სრულდება.
3. თაღლითები გვევლინებიან „კომპანიის“ წარმომადგენლების როლში, რომლებიც ეძებენ მგრძნობიარე პერსონალს და/ან ფინანსურ ინფორმაციას მსხვერპლებისგან კრედიტის გაფორმების ან მონაცემების შემოწმების მიზნით. შემდეგ, ისინი ირჩევენ სამიზნე მსხვერპლებს მონაცემების მისატაცებლად.
ასევე იხილეთ ვირტუალური ვაჭრობის აფიორა და ყალბი ჩეკის აფიორა.
ლატარიის ან პრიზის თაღლითები იყენებენ ორ მსგავს მეთოდს:
1. მსხვერპლი იღებს გაუთვალისწინებელ სატელეფონო ზარს, ელ.წერილს, წერილს ან ფაქსს ვიღაცისგან, რომელიც აცხადებს, რომ მუშაობს სახელმწიფო სააგენტოში ან წარმოადგენს კარგად ნობილ ორგანიზაციას ან ცნობად სახეს და ატყობინებს მას, რომ მოიგო დიდი ფული ან პრიზი. თაღლითი მოიპოვებს ნდობას და მხსვერპლს უხსნის, რომ მოგებული თანხის მისაღებად, ჯერ მან უნდა გააგზავნოს მცირე ოდენობის თანხა მომსახურების საფასურისა და გადასახადების დასაფარად. აღნიშნული მითითებების მიღების შემდეგ, მსხვერპლი დაუყოვნებლივ რიცხავს თანხას, სამაგიეროდ კი ვერ იღებს ვითომ „მოგებულ" პრიზებს.„და ისინი რჩებიან იმ ფულის გარეშე, რომელიც გადაიხადეს „მომსახურების საფასურისა და გადასახადების“ დასაფარად.”
2. მსხვერპლი იღებს გაუთვალისწინებელ ჩეკს ან ფულადი გზავნილის ქვითარს და მითითებებს, რომ შეიტანოს ბანკში თანხა და დაუყოვნებლივ დააბრუნოს მისი ნაწილი უკან მომსახურების საფასურის ან გადასახადების დასაფარად. რამდენიმე კვირის შემდეგ. მსხვერპლი იგებს, რომ ჩეკები გაყალბებული იყო, მაგრამ მას უკვე გადარიცხული აქვს ფული „გადასახადების“ დასაფარად და ვეღარ დაიბრუნებს მას. და ისინი ვალდებული არიან მთლიანად დააბრუნონ ის ფული, რომელიც გამოიტანეს ბანკიდან.
ასევე იხილეთ წინასწარი ანგარიშსწორების/წინასწარი გადახდის აფიორა და ყალბი ჩეკის აფიორა.
ტექნოლოგიური თაღლითები იყენებენ ინტერნეტს, განსაკუთრებით თავისუფალ ვებგვერდებს უძრავი ქონების მქონე მიმნდობ მსხვერპლებზე სანადიროდ. თაღლითობის შემთხვევები საიჯარო საკუთრებაზე ჩვეულებრივ ხდება ორიდან ერთ-ერთი გზით:
1. არენდატორები ეძებენ სახლს ან ბინას გასაქირავებლად და „მფლობელის“ მიერ თაღლითურ ხაფანგში გასაბმელად.„მსხვერპლები შემთხვევით ნახულობენ დიდი ფართის ადგილს დიდ ფასად. რეკლამა ჩანს როგორც კანონიერი, ასე რომ ისინი იწყებენ „მფლობელთან“ კომუნიკაციას, ჩვეულებრივ ელფოსტით. მფლობელი ამბობს, რომ ადგილი მათი იქნება, თუ ისინი გადარიცხავენ თანხას განაცხადის განხილვის საფასურის, გარანტირებული დეპოზიტის და აშ. დასაფარად. ისინი რიცხავენ თანხას და შემდეგ, ვეღარასოდეს ნახულობენ „მფლობელს“.
2. მფლობელები აქირავებენ საკუთარ სახლს ან ბინას და ხდებიან „არენდატორების“ თაღლითობის მსხვერპლი.„არენდატორები“ უკავშირდებიან მსხვერპლებს, ჩვეულებრივ, ელფოსტით და გამოთქვამენ ინტერესს სახლის ან ბინის დასაქირავებლად. თაღლითები უგზავნიან ჩეკს დეპოზიტისთვის და შემდეგ აუქმებენ გარიგებას. მსხვერპლი რიცხავს ფულს უკან მხოლოდ იმის გასაგებად, რომ ჩეკი ყალბი იყო.
ასევე იხილეთ ინტერნეტ შესყიდვების აფიორა და ყალბი ჩეკის აფიორა.
საგანგებო სიტუაციების თაღლითები იყენებენ ადამიანების ემოციებს და ძლიერ სურვილს, დაეხმარონ სხვებს საჭიროების შემთხვევაში. თაღლითები ასახიერებენ თავიანთ მსხვერპლებს და ქმნიან საგანგებო სიტუაციას—დამაკავეს, საავადმყოფოში ვარ—მიზანში ამოიღებენ მეგობრებს და ოჯახს და ითხოვენ სასწრაფოდ დახმარებას და ფულს.
საგანგებო სიტუაციების თაღლითები ასევე ნებისმიერი შეიძლება იყოს. არსებობს ბაბუა თაღლითი, როდესაც თაღლითი-ვირტუოზი უკავშირდება ხანდაზმულ ადამიანებს და უცხადებს, რომ მათი შვილიშვილია და სასწრაფოდ თხოვს ფულს. და სოციალური ქსელის თაღლითი, როდესაც თაღლითი-ვირტუოზი ტეხავს სოციალური ქსელის პროფილებს და მიზანში იღებს მეგობრებს ფულის უაზრო მოთხოვნებით მოსარჩელის მიერ მიყენებული ზიანისთვის, დაპატიმრებისთვის და აშ.; და ისინი აკეთებენ იგივეს ელფოსტის პროფილების გატეხვის გზით. ისინი იყენებენ ამ პროფილების ინფორმაციას საკმარისი პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად იმისათვის, რომ მათი მოთხოვნები კანონიერი გამოჩნდეს.
ინტერნეტ შეძენისას თაღლითობის შემთხვევაში, დამნაშავეები ნადირობენ მსხვერპლებზე, რომლებიც ნივთებს იძენენ ონლაინ აუქციონის ვებგვერდის ან მომსახურების გზით. არსებობს თაღლითობის ორიდან ერთი გზა:
1. მსხვერპლი იგებს ტენდერს, რაც სიმულაციას ან დადგმულს ჰგავს და ეუბნებიან, რომ გამყიდველი ანგარიშსწორებისთვის იღებს მხოლოდ ფულად გზავნილს. გამყიდველი ეუბნება მყიდველს ტრანზაქცია შეასრულოს ფიქტიური სახელით ან საყვარელი სახელით. თაღლითები არწმუნებენ მსხვერპლს, რომ ეს იცავს მათ ფულს საქონლის ან მომსახურების მიღებამდე. შემდეგ, გამყიდველი ქმნის ყალბ ID-ს ფიქტიური სახელით და იღებს თანხას. შენაძენი არასოდეს ჩამოდის.
2. სხვა ვარიანტია, როდესაც თავდაპირველი აუქციონი კანონიერია, მაგრამ მსხვერპლი ვერ იგებს ტენდერი. მათ მოგვიანებით უკავშირდება სხვა მხარე, რომელიც სთავაზობს მათ გაყიდოს იგივე ნივთი მსგავსი პირობებით და აძლევს მითითებას, გადარიცხოს ფული, ანგარიშსწორების სახით. მყიდველი აგზავნის ფულს და ვერასოდეს იღებს შეძენილ საქონელს.
ასევე იხილეთ ზედმეტი თანხის გადახდის თაღლითური შემთხვევა, საიჯარო ქონების აფიორა და ყალბი ჩეკის აფიორა.
თაღლითური ურთიერთობა იწყება მარტივად: ქალი და მამაკაცი ხვდებიან ინტერნეტში. ურთიერთობა ყალიბდება: ისინი ერთმანეთს უგზავნიან ელწერილებს, საუბრობენ ტელეფონზე და ცვლიან სურათებს. და ბოლო, ისინი გეგმავენ შეხვედრად და დაქორწინებასაც კი. როგორც კი ურთიერთობა გაღრმავდება, რაღაცეები იწყებს შეცვლას. მამაკაცი სთხოვს ქალს მისთვის ფულის გადარიცხვას; მას სჭირდება ავტობუსით მგზავრობის საფასური ავადმყოფი ბიძის მოსანახულებლად. პირველი ფულადი გადარიცხვა მცირეა, მაგრამ მოთხოვნები გრძელდება და იზრდება—მის ქალიშვილს სჭირდება სასწრაფო ოპერაცია, მის სანახავად ჭირდება ავიაბილეთის საფასური და აშ. თანხის უკან დაბრუნების დაპირებები ცარიელია; ფულიც დაიკარგა და მამაკაციც.
ყალბი ჩეკები წამყვან როლს ასრულებენ სხვადასხვა სახის თაღლითობის შემთხვევებში: წინასწარი ანგარიშსწორების ან წინასწარი გადახდის თაღლითური შემთხვევები; ვირტუალური ვაჭრობა; ლატარიის პრიზის თაღლითური შემთხვევა და სხვა. მსხვერპლი იღებს გაუთვალისწინებელ ჩეკს ან ფულადი გზავნილის ქვითარს და მითითებებს, რომ შეიტანოს ბანკში თანხა და დაუყოვნებლივ დააბრუნოს მისი ნაწილი უკან სხვადასხვა ხარჯების დასაფარად, როგორიცაა მომსახურების საფასური ან გადასახადები. რამდენიმე კვირის შემდეგ მსხვერპლი იგებს, რომ ჩეკები გაყალბებული იყო, მაგრამ მას უკვე გადარიცხული აქვს ფული და ვეღარ დაიბრუნებს მას. და ისინი ვალდებული არიან მთლიანად დააბრუნონ ის ფული, რომელიც გამოიტანეს ბანკიდან.
ასევე იხილეთ წინასწარი ანგარიშსწორების/წინასწარი გადახდის, ვირტუალური ვაჭრობის, დასაქმების, ზედმეტი თანხის გადახდის, ინტერნეტ შეძენის, ლატარიის/პრიზისა და საიჯარო ქონების თაღლითური სქემები.
Loading...